შოვში, სტიქიის ზონაში მე-13 ადამიანის ცხედარი იპოვეს.
"ინფო რუსთავისთვის" შემთხვევის ადგილიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ნაპოვნია ქალის ცხედარი და მიმდინარეობს მისი ამოსვენების სამუშაოები.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" ფაქტის დაზუსტებას ოფიციალურ წყაროებთან ცდილობს.