შოვში, სტიქიის ზონაში ნაპოვნი ერთ-ერთი ცხედარი ზაზა მესხის ცოლის, ალინა პოლიკოვსკასია.
ამის შესახებ ინფორმაციას ზაზა მესხის ყოფილი ცოლი ავრცელებს.
"პირველი სიახლე გვაქვს და არ არის კარგი. ქუთაისის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში ვიყავით და დავადგინეთ, რომ ალინა 3 აგვისტოს გარდაცვლილა შოვის სტიქიაში. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული. დანარჩენ ოჯახის წევრებზე, ზაზა მესხზე და ჩვენს შვილებზე ჯერ არაფერია ცნობილი“, – წერს ზაზა მესხის ყოფილი ცოლი.
ბოლო ცნობებით, შოვში სტიქიის ზონაში 12 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი.