როდის აღდგება წყლის მიწოდება

2023-08-05 12:47:42

კომპანია "რუსთავის წყალი" ქალაქ რუსთავის ერისთავის ქუჩა 14-თან მდებარე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.

სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 5 აგვისტოს 11:50 საათიდან 17:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

ერისთავის, პუშკინის, ჭონქაძის, ორბელიანი, წულუკიძის (გასასვლელები) ქაშაკაშვილის, ტაბიძის, ტურგენევის, ღლონტის, სანაპიროს, ლესელიძის ჩიხებით და გასასვლელებით), არაგვისპირელი (შესახვევებით).

კომპანია “რუსთავის წყალი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.