"7 გარდაცვლილი იქნა ნაპოვნი"

2023-08-04 14:07:29

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შოვში მომხდარ სტიქიაზე განცხადება გააკეთა.

"მინდა ჩვენი ღრმა მწუხარება გამოვხატო. მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახებს. ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია. მთელი ერი გაერთიანებულია.

დაუყოვნებლივ იქნა გამოგზავნილი 400 მაშველი. 210 მოქალაქე იქნა გამოყვანილი სტიქიის ზონიდან უვნებლად.

სამწუხაროდ ამ მომენტისთვის 7 გარდაცვლილი იქნა ნაპოვნი.

30-ზე მეტს კვლავაც ეძებენ.

მივიღე გადაწყვეტილება, რომ მაშველებთან ერთად ჩაერთვება ჩვენი ჯარი",- განაცხადა პრემიერმა.

მინისტრის თქმით, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადადა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები