ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში განვითარებული სტიქიის გამო ჩარჩენილი კერძო სკოლა "რეცას" 60-მდე მოსწავლისა და მასწავლებელის ევაკუაცია განხორციელდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ერთ-ერთი მოსწავლის ბებიამ განუცხადა, ახლა მოსწავლეები და მასწავლებლები ონში იმყოფებიან.
"დღეს 6 საათზე ჩამოიყვანეს ონში. დახვედრია მთელი მისახლეობა. დაგვაპურესო და ონიდან მოდიან უკვე რუსთავისკენ. მშობელი ჩასულა და მარშუტკებიც გამოუყვიათ. კარგად უვნებლად არიან",- განუცხადა "ინფო რუსთავს".
შეგახსენებთ, რომ კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. ბოლო ინფორმაციით, მიწის დამუშავების დროს მაშველება 2 ცხედარი იპოვეს.