ძლიერ სიცხეს საფრანგეთში 80-მდე ადამიანი ემსხვერპლა

2023-08-03 13:58:48

ძლიერ სიცხეს საფრანგეთში 80-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

სტატისტიკური კვლევების დასრულების შემდეგ მოსალოდნელია, რომ ამ სეზონზე სიცხის გამო დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზრდება.

ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ერთად ხანძრის ათობით კერის ჩაქრობა ჯერ კიდევ ვერ ხერხდება ესპანეთის, იტალიისა და საფრანგეთის რეგიონებში.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები