რომელ მისამართზე იზღუდება წყლის მიწოდება

2023-07-31 20:31:49

კომპანია "რუსთავის წყალი" ქალაქ რუსთავის მელიქიშვილის მე-7 გას. N24-თან მდებარე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.

სამუშაოებთან დაკავშირებით 1 აგვისტოს 14:00 საათიდან  16:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

მელიქიშვილის  ქუჩას (გასასვლელებით).    

კომპანია "რუსთავის წყალი" ქალაქ რუსთავის დ. აღმაშენებელის მე-3 გას. N58-თან მდებარე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.

სამუშაოებთან დაკავშირებით 1 აგვისტოს 12:00 საათიდან 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

დ. აღმაშენებელის მე-3 გასასველს.

მე-19 მ/რ-ის N6, მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 1 აგვისტოს 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:

მე-19 მ/რ-ს სრულად.

კომპანია “რუსთავის წყალი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.