გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, პირველ აგვისტომდე დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება.
დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +26, +31 გრადუსამდე დაიკლებს.
აღმოსავლეთ საქართველოში ხვალიდან მხოლოდ ცალკეულ რაიონში იწვიმებს.
ჰაერის ტემპერატურა +32, +37 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო 31 ივლისს 3-4 გრადუსით დაიკლებს.
ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება.