პოლონეთში ორი ქართველი კაცი დააკავეს.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, 32 და 44 წლის ქართველ კაცებს ბრალად სახლების ძარცვა ედებათ.
სამართალდამცავებმა ქართველების სახლის ჩხრეკისას სხვადასხვა კუპიურების ქეში, მოპარული ძვირფასეულობა, დოკუმენტები, მობილური ტელეფონები და სხვადასხვა ელექტრო მოწყობილობები ამოიღო.
ჩხრეკისას ასევე ამოიღეს იარაღები, რომელთა დახმარებითაც ქართველები სახლებში შედიოდნენ.
დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თავისუფლების 10 წლით აღკვეთა ემუქრებათ.