იტალიაში აფთიაქის დაყაჩაღების ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას იტალიური გამოცემა ავრცელებს.
მედია წერს, რომ 32 წლის საქართველოს მოქალაქემ აფთიაქი 10 ივლისს, ქალაქ ფლორენციაში დააყაჩაღა. დამნაშავეს ადგილობრივი პოლიცია თვეზე მეტ ხანს ეძებდა და იგი 27 ივლისს დააკავეს.
საქართველოს მოქალაქე აფთიაქში ადგილობრივი დროით ღამის 8 საათზე შეიჭრა, დანისა და ყალბი იარაღის მუქარით 1 200 ევრო გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მოპედით მიიმალა.