რუსთავში მთელ ქალაქს წყლის მიწოდება შეზღუდული აქვს.
როგორც კომპანია "რუსთავის წყლის" განცხადებით ირკვევა მიზეზი რუსთავის ხრამის სათავე ნაგებობისთვის ელექტრო ენერგიის მიწოდების შეწყვეტაა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დაინტერესდა როდის აღუდგება აბონენტებს წყლის მიწოდება.
როგორც კომპანიაში განგვიცხადეს ძველი რუსთავისთვის წყლის მიწოდება 19:00 საათიდან დაიწყება, ხოლო ახალი რუსთავისთვის 21:00 საათიდან.
ორივე შემთხვევაში წყალმომარაგების აღდგენა სხვადასხვა ქუჩებისთვის ეტაპობრივად მოხდება