რუსთაველი ბიჭი, რომელსაც რამდენიმე დღე ეძებდნენ, იპოვეს

2023-07-25 12:48:32

რუსთაველი თორნიკე აბალაკი, რომელსაც რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ, იპოვეს.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ახალგაზრდა ბიჭის დედამ დაუდასტურა.

მისი თქმით, ბიჭი თბილისში დედის მეგობართან თავად მივიდა.

"თვითონ გამოჩნდა, ჩემს ამხანაგთან მივიდა. ჯანმრთელია. ჯერ არ მინახავს. დილით დამირეკა ჩემმა ამხანაგმა და მითხრა, რომ მასთან იყო",- აცხადებს დედა.

მისი თქმით, ახლა ახალგაზრდა პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები