2023-07-24 14:59:32
რუსთავში, სტამბულის ბაზრის მიმდებარედ ხანძარი იყო.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი გამხმარ ბალახსა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ეკიდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟი.
ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.