კასპში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ახალგაზრდა დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. რის შედეგადაც 2 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო 3 დაშვდა.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა კასპის მედალფაში გადაიყვანეს. როგორც კლინიკაში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, ერთ-ერთ პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა და მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
ორი დაშავებული კი კასპის მედალფიდან თბილისში გადაიყვანეს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფი რუსთავს" ვებგვერდს შსს-ში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.