იტალიაში, ცივიტავეკიას პოლიციამ 31 წლის ქართველი კაცი დააკავა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, ახალგაზრდა ქართველი მაღაზიაში ქურდობისთვის დააკავეს. მამაკაცმა 6 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი მოიპარა და ჩანთაში დამალა.
იტალიური მედიის ცნობით, ქართველს სხვა კრიმინალური დანაშაულებიც უფიქსირდება.