ბათუმში, შუა ხნის მამაკაცი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი დაზიანებული სადენების შეცვლას ცდილობდა.
არსებული ცნობებით, შემთხვევა ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის ტერიტორიაზე გუშინ მოხდა.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.