როდის აღდგება წყლის მიწოდება

2023-07-22 12:31:09

კომპანია "რუსთავის წყალი" ქალაქ რუსთავის XVI მიკრო რ-ნი-თან მდებარე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.

სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 22 ივლისს 11:30 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

ლეონიძის ქ N12.

კომპანია “რუსთავის წყალი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია „რუსთავის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქ გვერდის საშუალებით.