როდის აღდგება წყლის მიწოდება

2023-07-19 18:23:38

კომპანია "რუსთავის წყალი" ქალაქ რუსთავის შემოსასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდებარე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.

სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 19 ივლისს 16:15 საათიდან 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

დოლიძის, ჩოხელის და გონაშვილის ქუჩებს.

კომპანია “რუსთავის წყალი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია „რუსთავის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქ გვერდის საშუალებით.