პოლონეთში ქვემო ქართლი 2 მკვიდრი გარდაიცვალა.
ინფორმაციას 24news-ი ავრცელებს.
მათი ცნობით 22 წლისა და 45 წლის მამაკაცები ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლნენ. 22 წლის ახალგაზრდა "BMW-ს" მარკის ავტომობილს მართავდა, საჭე ვეღარ დაიმორჩილა, გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
ორივე მათგანი ადგილზევე გარდაიცვალა.
საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში სამუშაოდ იყვნენ წასულები.