აუზში 5 წლის ბავშვი დაიხრჩო

2023-07-18 16:54:40

ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისში“ აუზზე 5 წლამდე ბავშვი დაიხრჩო.

არსებული ინფორმაციით, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარებას ბავშვი უკვე გარდაცვლილი დახვდა

გარდაცვლილი 5 წლის ბიჭია. დედასთან ერთად ისვენებდა. როგორც ამბობენ, დიდებისთვის განკუთვნილ აუზში ბანაობდა. აუზზე სხვა დამსვენებლებიც იყვნენ, მაგრამ დახრჩობის მომენტი არავის დაუნახავს. როგორც ყვებიან, აზრად არ მოსვლიათ, თუ ბავშვი იხრჩობოდა. ამბობენ, რომ დედა-შვილი ქუთაისიდან იყო ჩამოსული“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს” ერთ-ერთმა ადგილობრივებმა.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები