გორში, კომბინატის დასახლებაში, მესამე სართულიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვი გადმოვარდა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია, Qartli.ge ავრცელებს და წერს, რომ ამ წუთებში ბავშვს შესაბამისი გამოკვლევები უტარდება.
"სასწრაფოს დაგვიანების გამო, ბავშვი მამამ თავად წაიყვანა კლინიკაში. რამდენიმე წუთის განმავლობაში უგონოდ იყო, შემდეგ ტირილი დაიწყო", - ამბობს გამოცემასთან თვითმხილველი.