რუსთავში ბინები გაძვირდა

2023-07-17 19:23:02

რუსთავში ბინები ისევ გაძვირდა.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" უძრავი ქონების ბაზრის რამდენიმე სპეციალისტმა განუცხადა.

მათი თქმით, ბოლო რამდენიმე თვეა ფასების მცირედით ზრდა შეიმჩნევა.

თუკი ერთოთახიანი ბინის ყიდვა ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე, როგორიცაა მეგობრობა, თოდრია, შარტავა, მესხიშვილი, მანამდე საშუალოდ 25 000$ ფარგლებში შესაძლებელი იყო, ახლა 27 000$ მინიმალური ფასია.

ერთ ოთახიანი ბინა - 27 000 - 35 000$

ოროთახიანი ბინა - 40 000 - 45 000$

სამოთახიანი ბინა - 45 000$-დან ზევით

უძრავი ქონების ბაზრის სპეციალისტების თქმით, მოთხოვნა მაღალი ძირითადად ერთოთახიან ბინებზეა.