რუსთავში მაღაზიიდან პროდუქტი მოიპარეს.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, მეგობრობის გამზირზე არსებული სურსათის ერთერთი მაღაზიიდან 40 წლამდე მამაკაცმა სხვადასხვა სახოების პროდუქტი მოიპარა. ფაქტი შენიშნა მაღაზიის თანამშრომელმა, რომელმაც ინფორმაცია პოლიციას მიაწოდა.
აღნიშნულ ლოკაციაზე მალევე მივიდნენ სამართალდამცავები. გაირკვა რომ მამაკაცმა პროდუქი სხვა დღეებშიც მოიპარა.
პოლიციამ პირი ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავა.