ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა

2023-07-16 21:44:33

ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. 

შემთხვევის შედეგად 2 არასრულწლოვანი დაშავდა. 

 არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი მანქანა და სატვირთო შეეჯახა.

როგირც საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები