ბიჭმა, ცოლად მოყვანის მიზნით, ბიძაშვილი მოიტაცა

2023-07-16 15:08:13

ფონიჭალაში, 22 წლის ბიჭმა, ცოლად მოყვანის მიზნით, არასრულწლოვანი ბიძაშვილი მოიტაცა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

სამართალდამცავებმა არასრულწლოვანის გატაცების ფაქტზე 4 პირი დააკავეს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები