ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

2023-07-15 11:47:05

გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბობნევთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და კლდეს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად შუა ხნის მამაკაცი გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში ვარკვევთ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები