მდინარეში 10 წლის ბავშვი დაიხრჩო

2023-07-15 11:34:24

სოფელ ტირძნისში, მდინარე ლიახვში მოზარდი დაიხრჩო.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 10 წლის ბავშვი მდინარეში საბანაოდ იყო შესული, თუმცა გამოსვლა ვერ შეძლო და დაიხრჩო.

ბავშვის ცხედარი წყლიდან უკვე ამოიყვანეს.

მომხდართან დაკავშირებით დეტალების გარკვევას "შინაგან საქმეთა სამინისტროში" ვცდილობთ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები