აფეთქების ხმა რუსთავში [video]

2023-07-14 15:24:39

რუსთავში, მე-7 მიკრორაიონში ხანძარი იყო.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი სასურსათო მაღაზიის უკანა ტერიტორიაზე, ღია სივრცეში, მუყაოს ყუთებს გაუჩნდა.

თვითმხილველების თქმით, ხანძრის გაჩენა კონდიციონერის ფრეონის ბალონის აფეთქებამ გამოიწვია.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ცეცხლის ლოკალიზება მეხანძრე-მაშველებმა დროულად შეძლეს.



ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები