სიმაღლიდან ვარდნის შედეგად რუსთავში ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

2023-07-14 23:07:11

რუსთავში, მე-8 მიკრორაიონში საცხოვრებელი კორპუსიდან მამაკაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, კაცი მე-9 სართულიდან ვარდნის შემდეგ ადგილზე დაიღუპა.

გარდაცვლილი 35 წლამდე მამაკაცია.

ადგილობრივების თქმით, სავარაუდოდ, საქმე სუიციდთან გვაქვს.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობლიზებული.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები