როგორი ამინდი იქნება რუსთავში

2023-07-13 00:48:28

15 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი.

15 - 17 ივლისს დროგამოშვებით იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +32, +34 გრადუსამდე მოიმატებს. 16-17 ივლისს დასავლეთ საქართველიში ტემპერატურა 3-4 გრადუსით დაიკლებს.

ქ. თბილისში 13-14 ივლისს უნალექო ამინდი იქნება, დანარჩენ დღეებში კი დღის მეორე ნახევარში ხანმოკლე წვიმა ელჭექით არის მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 13 ივლისი + 34 °C, 14 ივლისი + 32 °C, 15 ივლისი + 34 °C, 16 ივლისი + 31 °C