რუსთავში პოლიციამ 3 კაცი დააკავა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, მეგობრობის გამზირზე, ერთერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან ორმა ახალგაზრდა კაცმა მოტოციკლი მოიპარეს და ტაქსის მეშვეობით სხვა ლოკაციაზე გადამალეს.
ჩატარებული ოპერატიული გამოძიების შედეგად სამართალდამცავებმა 2 ბრალდებული დააკავეს, მათ დანაშაული აღიარეს. არსებული ინფორმაციით ასევე დაკავებულია ტაქსის მძღოლი.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.