ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარასთან მომხდარ ავარიას ერთი პირი ემსხვერპლა.
რეგიონული გამოცემის, საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის ჯებირს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.