ბაბუა და შვილიშვილი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

2023-07-10 12:42:36

ვაზისუბანში ბაბუა და შვილიშვილი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

რა გახდა სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი უცნობია.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ერთი პირია ცხელ კვალზე დაკავებული.

გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები