ავტომობილი მდინარეში გადავარდა და 2 ადამიანი დაიღუპა

2023-07-09 14:32:12

მულახის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზიდან გადავიდა და მდინარეში გადავარდა, რის შედეგადაც 2 ახალგაზრდა დაიღუპა.

მათი ცხედრები მდინარიდან უკვე ამოასვენეს.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები