შარტავას გამზირზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში სამაშველო სამსახური გამოიძახეს.
“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ეზოში გაზის სუნი იგრძნეს. აღმოჩნდა, რომ კორპუსთან გაჩერებულ ავტომობილში ბუნებრივი აირი ჟონავდა.
შესაბამისმა სამსახურებმა მალევე მოახდინეს მანქანის მძღოლის ინდენტიფიცირება და უსაფრთხოების ზომები მიიღეს.
ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები იყო მობილიზებული.