"ოქსიგენ ფესტის" პირველი მუსიკალური დღე დასრულდა.
გუშინ, 7 ივლისს ოქსიგენზე არტ-გენის დღე იყო. მსმენელის წინაში მადაგასკარიდან მოწვეული მუსიკოსი Kilema, REGGAEON, ჩვენებურები, GAGA FRANI და შერეკილები წარსდგნენ.
ფესტივალის სივრცეში მუსიკის პარალელურად, მოწყობილი იყო კვებისა და სასმლის კუთხეები, გამოფენა-გაყიდვის სივრცე და სივრცე სპორტული თამაშებისთვის.
დღეს ოქსიგენზე ელექტრონული მუსიკის დღეა, რომლის ფარგლებშიც ცენტრალურ პარკში წარმოდგენილი იქნება: DIASSAMIDZE, MICRO BAX, BERIKA, GURI DE SAL, SUMO.