კომპანია “რუსთავის წყალი“ ზონირების პროექტის სამუშაოებს 7 ივლისს ჩაატარებს.
კომპანია “რუსთავის წყალი” ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით ზონირების პროექტის მეორე ფაზას ხვალ, 7 ივლისს დაიწყებს.
პროექტი წყლის მარაგების ეფექტურ მართვასა და ქსელზე დაზიენების აღმოჩენის შემთხვევაში წყალმომარაგების შეზღუდვის არეალებისა და დროის შემცირებას ემსახურება.
ქალაქ რუსთავის ზონირების ფარგლებში კომპანია “რუსთავის წყალი” ჯამში 32 ახალ, ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულს დაამონტაჟებს.
7 ივლისს, Სამუშაოების პირველ ეტაპზე, მარის არხის დასახლებაში, დონეცკელ მეტალურგების, ფიროსმანისა და გაგარინის ქუჩებზე ჯამში 10 ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 7 ივლისს საღამოს 20:00 საათიდან, 8 ივლისის 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
მარის არხის დასახლებას, 1 მაისის, არაყიშვილის, ასლანიკაშვილის, ბათუმის, ბალანჩივაძის, ბარათაშვილის, ბოსტანქალაქის, გაგარინის, ნიკოლაძის, გომელაურის, დავით გარეჯის, დონეცკ მეტალურგების, დუმბაძის, გოგებაშვილის, კომუნალების, კონსტიტუციის, მაიაკოვსკის, კოსტავას, მშვიდობის, მშენებელთა, ნიკოლაძის, ოსტროვსკის, რუსთაველის, სააკაძის, სამედიცინოს, სარაჯიშვილის, სპორტის, სუნგაით მეტალურგების, ფანცულაიას, ფიროსმანის, ქაშაკაშვილის, წერეთლის, წმინდა ნინოს, ჭავჭავაძის, ჯავახიშვილის და მიმდებარე ქუჩებს.
კომპანია “რუსთავის წყალი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია „რუსთავის წყალი” აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქის საშუალებით.