მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი რუსთავში

2023-07-07 11:36:44

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6-7 ივლისს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი.

ჰაერის ტემპერატურა ზოგან +35, +37 გრადუსამდე მოიმატებს.  8-9 ივლისს ტემპერატურა +25, +30 გრადუსამდე დაიკლებს და მოსალოდნელია წვიმა ელჭექით.

მათივე ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში 10 ივლისამდე შენარჩუნებული იქნება მაღალი ტემპერატურული ფონი (+30, +35 გრადუსი). ზოგან მოსალოდნელია წვიმა ელჭექით და სეტყვა.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 8 ივლისს +34 გრადუსი ელჭექით, 9 ივლისს +34 გრადუსი, ძირითადად მოღრუბლული, 10 ივლისს +32, მოსალოდნელია ქარი.