პოლონეთში, ვარშავის პოლიციის თანამშრომლებმა კოსმეტიკური საშუალებების ქურდობაში ეჭვმიტანილი 34 წლის ქართველი დააკავეს.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა სუნამოები, კრემები, ბალზამები და საპარსები მოიპარა, რაც მოგვიანებით გაყიდა.
მოპარული საქონლის ღირებულებამ 7000 ზლოტი შეადგინა. კაცს სისხლის სამართლის საქმეზე ბრალი უკვე წაუყენეს. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.