სად იპოვეს რუსთაველი მოზარდის ცხედარი

2023-07-03 23:23:25

14 წლის მოზარდის ცხედარი, რომელიც რუსთავში მდინარე მტკვრის დინება გაიტაცა, სოფელ ქესალოსთან იპოვეს.

მოზარდის საძიებო სამუშაოებს მაშველები რამდენიმე დღის განმვლობაში ატარებდნენ, რის შემდეგაც ახალგაზრდა ბიჭი გარდაცვლილი შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში იპოვეს.

შეგახსენებთ, 28 ივნისს, XIX მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარში მოზარდთა ჯგუფი ცურვის მიზნით შევიდა, რის შემდეგაც ერთ-ერთი წყლის დინებამ გაიტაცა და უკან გამოსვლა ვეღარ მოახერხა.

 

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები