უძველეს ქალაქ პომპეის ერთ-ერთი სახლის კედლის მოხატულობაზე უცნობმა პირმა ქართულად "რუსთავი" ამოტვიფრა. ვანდალიზმის ფაქტის შესახებ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი მარი პაპიძე წერს და აღნიშნულის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს, რომელიც პომპეიში მოგზაურობისას თვითონ გადაიღო.
"ეს არის კედელი ერთ-ერთ სახლში პომპეიში ანუ სახლის ნანგრევებში შემორჩენილი კედელია. იქ კი იყო მეთვალყურე და ვიზიტორებს აკვირდებოდა რამე არ დაეშავებინათ მაგრამ ქართველებმა მაინც მოახერხეს წარწერის გაკეთება, ეს როდის ამოკაწრეს და ვინ ეგ არ ვიცი ნამდვილად" - აცხადებს "ინფო რუსთავთან" საუბარში მარი პაპიძე.
შეგახსენებთ, პომპეი 79 წელს ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შემდეგ განადგურდა და საუკუნეების განმავლობაში ვულკანური ფერფლით იყო დაფარული. ქალაქი 1748 წელს აღმოაჩინეს.