"ოქსიგენ ფესტი" დაიწყო

2023-07-01 19:54:09

რუსთავში "ოქსიგენ ფესტი" დაიწყო.

ფესტივალი ცენტრალურ პარკში თევზჭერის ტურნირით გაიხსნა.

დღეს ტურნირი მოყვარული მეთევზეებისთვის ჩატარდა, ხვალ, 2 ივლისს კი, სივრცე მოყვარულებთან ერთად, სპორტული თევზჭერის ფედერაციის წევრებს დაეთმობათ.

ტურნირი გასული წლიდან იღებს სათავეს და მისი მიზანი სპორტული თევზჭერის პოპულარიზაცია, სპორტით დაინტერესებული მეთევზეების დაახლოება და ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარებაა.

ფესტივალის პირველი დღე ოქსიგენის სივრცეში დიდ ეკრანზე საქართველოს ეროვნული ნაკრების შეხვედრის ჩვენებითა და ღია ცის ქვეშ 21-წლამდელთა გულშემატკივრობით დასრულდა.

4-5-6 ივლისი კინოს, 7-8-9 ივლისი კი "ოქსიგენ ფესტზე" მუსიკის დღეებია.