საფრანგეთში 15-წლამდე ასაკის პირებისთვის სოც.ქსელების მოხმარებაზე მშობლების თანხმობა სავალდებულო იქნება

2023-07-01 18:57:47

საფრანგეთის პარლამენტი სოციალური ქსელის 15-წლამდე ასაკის მომხმარებლებისთვის მშობლების თანხმობას სავალდებულოს ხდის.

გადაწყვეტილება სენატმა საბოლოო კენჭისყრის შედეგად მიიღო.

როგორც ცნობილია, ამიერიდან Facebook, TikTok, Snapchat და Instagram მომხმარებლის ასაკის გადამოწმებასთან ერთად 15-წლამდე მოზარდებისთვის მშობლების თანხმობის დადასტურებასაც მოითხოვს.

როდის ამოქმედდება რეგულაცია ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, მისი ამოქმედებიდან სოციალურ ქსელებს ერთწლიანი ვადა ექნებათ, რათა ახალ რეგისტრაციასთან დაკავშირებით თავიანთი ვალდებულებები შეასრულონ.

ცნობისთვის, საფრანგეთში მიმდინარე მასშტაბური დემონსტრაციების ფონზე ქვეყნის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ მედიას ძალადობის გაღვივებაში ადანაშაულებს.

მაკრონის თქმით, ახალგაზრდები, რომლებიც არეულობებში მონაწილეობენ, „ვიდეოთამაშების ცხოვრებით ცხოვრობენ, რამაც ისინი რეალობას ჩამოაშორა.“