"მსოფლიო ხალხთა ფოლკლორი"

2023-06-29 23:23:35

რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალურ თეატრში "თუთარჩელას" სოლო კონცერტი გაიმართა.

"მსოფლიო ხალხთა ფოლკლორი" - ასე ერქვა ღონისძიებას, რომელმაც უკრაინული, ბელორუსული, ბულგარული, ხორვატიული, რუმინული, შვეიცარული, გერმანული იოდლები, სკანდინავიური, აფრიკული, თურქული, იტალიური, ესპანური ხალხური სიმღერები, ცეკვები და რიტუალები მოიცვა.

საღამოს მიზანი იყო, მსმენელისთვის გაეცნო და პოპულარიზაცია გაეწია საქართველოში სხვა ქვეყნების ფოლკლორისა და საშემსრულებლო სტილისთვის.

კონცერტი რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალური თეატრისა და სახელოვნებო სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის მხარდაჭერით ჩატარდა.

ინფორმაციისთვის, "თუთარჩელა", როგორც ფოლკლორული ანსამბლი, 2004 წელს დაარსდა. საქართველოში მიღწეულ არაერთ წარმატებასთან ერთად, 2005 წლიდან გერმანელი რეჟისორის, რუთ ოლშანის ფილმის მეშვეობით, იგი ევროპამ გაიცნო და შეიყვარა.

2024 წელს გუნდი 20 წლის იუბილეს აღნიშნავს, რასთან დაკავშირებითაც, "თუთარჩელა" მსმენელისთვის არაერთ საინტერესო პროექტს გეგმავს.