კომპანია "რუსთავის წყალი" ქალაქ რუსთავის სანაპიროს ქუჩაზე მდებარე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს
სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 27 ივნისს, 19:20 საათიდან 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
სანაპიროს, ქუჩიშვილის, დადიანის და ბესიკის ქუჩებს.
კომპანია "რუსთავის წყალი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია "რუსთავის წყალი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქ გვერდის საშუალებით.