კომპანია "რუსთავის წყალი" ქალაქ რუსთავის რუსთაველის ქ. N36-თან მდებარე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.
სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 27 ივნისს, 11:10 საათიდან 17:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
რუსთაველის ქ. N 36, 38 და რუსთაველის მე-2 გასასვლელს.
კომპანია "რუსთავის წყალი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია "რუსთავის წყალი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქ გვერდის საშუალებით.