არასამთავრობო ორგანიზაცია "Georgian Youth for Europe" ლიეტუვაში ქალაქ ტელშიაიში მოხალისეობრივ სტაჟირების პროგრამას აცხადებს.
მოხალისეობრივი საქმიანობა მოიცავს ახალგაზრდულ ცენტრში მუშაობას.
პროექტი 2023 წლის აგვისტო-სექტემბერში იწყება და 9-12 თვის განმავლობაში გრძელდება.
მთავარი მოთხოვნების მიხედვით, მონაწილე უნდა იყოს 18-30 წლის და ფლობდეს ინგლისურ ენას.
პროექტი ევროკავშირის მიერ ფინანსდება და ფარავს: მგზავრობის, სავიზო მოსაკრებლის, ჯიბის ფულის, კვების, ბინის, კომუნალურების, დაზღვევისა და ენის კურსების ხარჯებს.
პროექტი მონაწილეს საშუალებას აძლევს: იმოგზაუროს ლიეტუვაში, შეიძინოს პირველადი სამუშაო გამოცდილება, განავითაროს უნარები, მიიღოს ცოდნა და გამოცდილება, შეიძინოს ახალი მეგობრები.
პროექტის დასრულების ეტაპზე, ყველა მოხალისე მიიღებს ევროკავშირის ოფიციალურ სერტიფიკატს „Youthpass”, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი, პროექტის მიმდინარეობის დროს ახალგაზრდის მიერ განვითარებული ცოდნა, გამოცდილება და უნარები.
პროექტის დეტალური აღწერილობა იხილეთ აქ.
პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა გააგზავნოთ სამოტივაციო წერილი და რეზიუმე ინგლისურ ენაზე, მეილზე: georgianyouth@gmail.com
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ მითითებულ ბმულს.