კომპანია ,,რუსთავის წყალი" ქალაქ რუსთავის მაცაბელის ქუჩა N6 -თან მდებარე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.
სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 25 ივნისს, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
9 ძმა ხერხეულიძე, გორის, გურამიშვილის, ვახუშტის, ვაჟა-ფშაველას თავისი გასასვლელებით, თბილისის, იალგუჯის, ლერმონტოვის, მარჯანიშვილის, მაჩაბელის, მეგობრობის 1-29-ის ჩათვლით, მელიქიშვილის, დადიანის, ნიშნიანიძის, შევჩენკოს, ყაზბეგის ჩიხებით და გასასვლელებით, ცურტაველის, თავგორაშვილის, ფალიაშვილის ლუწები, გზირიშვილის, კიკვიძის, ლესელიძის ჩიხებით და გასასვლელებით, შიო არაგვისპირელის და კლდიაშვილის ქუჩის კენტებს.
კომპანია "რუსთავის წყალი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია „რუსთავის წყალი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქ გვერდის საშუალებით.