"ამბრელა" მოკლევადიან გაცვლით პროგრამას ბულგარეთში ქალაქ ტრიავნაში აცხადებს. პროექტის ხანგრძლივობა - 1.5 თვეა.
პროგრამა განკუთვნილია 18-30 წლის ახალგაზრდებისთვის და ინგლისური ენის ცოდნას მოითხოვს. მოხალისეობრივ საქმიანობებში შედის ბავშვებისთვის ბანაკების ორგანიზება და ლიდერობა, ფესტივალში მონაწილეობა, ქუჩის მხატვრობა და სხვა ინტერკულტურული აქტივობები.
პროექტი 2023 წლის 6 ივლისს დაიწყება და ამავე წლის 21 აგვისტოს დასრულდება.
ორგანიზაციის მიერ ფინანსდება მგზავრობის, საცხოვრებლის, კვების, ჯიბის ფულისა და დაზღვევის ხარჯები.
მოკლევადიანი პროგრამის საშუალებით, მოხალისეს შესაძლებლობა ექნება, იმოგზაუროს ბულგარეთში, გაიუმჯობესოს კომპეტენციები ახალგაზრდულ საქმიანობაში, მიიღოს YouthPass სერთიფიკატი და საჭიროების შემთხვევაში, სარეკომენდაციო წერილი ამბრელასგან.
განაცხადის შესატანად საჭიროა შეავსოთ მითითებული ფორმა.
განაცხადი განიხილება მიღებისთანავე.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ მითითებულ ბმულს.