იცოდი? - რომ რუსთავში მარის არხი 17 საუკუნის წინ გაკეთდა

2023-06-24 19:11:26

იცოდი? - რომ რუსთავში მარის არხი 17 საუკუნის წინ გაკეთდა.

ძველ რუსთავში, მდინარე მტკვრიდან გამოყვანილი არხი, რომლიდანაც ჩვენი ქალაქის სახელწოდება, "რუსთავი", მომდინარეობს, ქართლის ცხოვრების მიხედვით, მე-4 საუკუნის ბოლოს ქართლის მეფე თრდატ რევის ძემ გაიყვანა.

თავდაპირველად ამ არხს ციხის თავდაცვითი ფუნქცია ჰქონდა, თუმცა ეტაპობრივად სოფლის მეურნეობისთვის გამოიყენებოდა.

უცნობია, ჰქონდა თუ არა ამ არხს რაიმე სახელწოდება.

არხი რამდენჯერმე დაზიანდა, რის გამოც სხვადასხვა პერიოდში მისი აღდგენა მოხდა.

ერთ-ერთი, ვინ არხი აღადგინა და განაახლა ქართლის ჯანიშინი ვახტანგ VI იყო.

სწორედ ამიტომ გვიანი შუასაუკუნეების წყაროებში "ვახტანგის არხად" მოიხსენიებდნენ.

მე-19 საუკუნეში, კერძოდ 1865-1967 წლებში რუსეთის იმპერიის "კავკასიაში ქრისტიანობის გამავრცელებელმა საზოგადოებამ" არხი კიდევ ერთხელ განაახლა და მას რუსეთის დედოფალი მარიამის პატივსაცემად"მარიამის(მარის) არხი" უწოდეს.

სწორედ ეს სახელი აქვს დღემდე შემორჩენილი.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები